spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მათი მხრიდან განსაკუთრებით ჭკვიანური სვლა იქნებოდა უარის თქმა...

“მათი მხრიდან განსაკუთრებით ჭკვიანური სვლა იქნებოდა უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობაზე” – გია ნოდია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს:

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განთავისუფლება არის ძალიან ჭკვიანური (სხვა ტერმინით – “გოთ*ერნული”) ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან.

ზოგადად, მისი დიდი წარმატებაა ოპოზიციის გახლეჩა არჩევნების ბოიკოტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის; ხაზარაძის და ჯაფარიძის განთავისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს ამ გახლეჩას და, ობიექტურად, ამ პოლიტიკოსების დისკრედიტაციაზე მიმართული ნაბიჯია.

ბუნებრივია, მებოიკოტე ფლანგმა ჩათვალოს, რომ მათ „იყიდეს“ თავისუფლება ივანიშვილის მიმართ ლოიალობის დემონსტრირებით.

მათი მხრიდან განსაკუთრებით ჭკვიანური სვლა იქნებოდა უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობაზე (შესაძლო სხვა ვარიანტი: თანხმობა იმ პირობით, რომ ხელისუფლება სხვა პოლიტპატიმრებსაც შეიწყალებს – მერე რა, რომ ისინი ბოიკოტის პოზიციაზე დარჩებიან).

(სანამ ამას ვწერდი, ვნახე, რომ ბევრი სხვაც ასე ფიქრობს. ძალიან კარგი)“, – წერს გია ბოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და...

საზოგადოებაში გავრცელებულ ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...