spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმი მორალურად მკვდარია - მას სიძულვილის, შიშის და...

“რეჟიმი მორალურად მკვდარია – მას სიძულვილის, შიშის და თვითგადარჩენის ინსტინქტის გარდა სხვა აღარაფერი ამოძრავებს” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ გუნდთან მიმართებაში და ასევე მძიმე მოლოდინებზე საუბრობს:

ხანდახან ირონიით ვწერ ხალხზე, ვინც ამბობს, რომ „რეჟიმი აგონიაშია“. აგონიაში კი არა, მკვდარი რომ იყოს, ან სულ არ დაბადებულიყო, მირჩევნია, უბრალოდ, თავის მოტყუება არ მიყვარს.

მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რომ რეჟიმი მორალურად მკვდარია. მას სიძულვილის, შიშის და თვითგადარჩენის ინსტინქტის გარდა სხვა აღარაფერი ამოძრავებს. თავიდან ჰქონდა რაღაც მორალური პათოსი, ჩემი აზრით, ყალბ ხედვაზე აგებული, მაგრამ გულწრფელი: მაგალითად, ხალხს მართლა სჯეროდა „სამართლიანობის აღდგენის“. ახლა სრული სულიერი და ინტელექტუალური სოცარიელეა.

უზნეობის ყველა ხაზი გადალახულია. კი, თეორიულად რაღაცეები რჩება: ჯერ ავტომატები არ დაუკავებიათ და ქუჩაში ხალხი არ დაუცხრილავთ, არც რუსეთთან ფორმალურად მიერთება მოუთხოვიათ. მაგრამ ვერ გვექნება იმედი, რომ ამაზე წამსვლელები არ არიან – უბრალოდ, იმედი აქვთ, რომ უამისოდაც შეძლებენ გადარჩენას.

შეძლებენ? რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს ყოველგვარ სულიერ და ინტელექტუალურ საყრდენს მოკლებულმა ხელისუფლებამ? არავინ იფიქროს, რომ მორალურ სიკვდილს მნიშვნელობა არა აქვს: ნებისმიერ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია სჭირდება, არა მხოლოდ ფორმალური“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც ერს აქვს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, იქ ბაბაიას ადგილი არაა” – დავით...

ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...