spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComCom: შევიმუშავეთ გზამკვლევი, რომელიც მედიისთვის კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი...

ComCom: შევიმუშავეთ გზამკვლევი, რომელიც მედიისთვის კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნების ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების სწორად და ეფექტიანად აღსრულების მიზნით,   მაუწყებლებისთვის შინაარსობრივი მოთხოვნების, კერძოდ, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ჯეროვანი სიზუსტის, პასუხის უფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და საგანგებო ვითარების გაშუქების შესახებ გზამკვლევი გამოაქვეყნა. გზამკვლევის  გამოქვეყნების მიზანია, მაუწყებლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი გახდეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის ხედვები და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ComCom-ის მიდგომები, რაც მათ საქმიანობის  სწორად წარმართვაში და კანონის დაცვაში დაეხმარებათ.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით მაუწყებლებს ევალებათ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით გადასცენ მაყურებელს. ასევე, დაიცვან სამართლიანობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი, მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება, ახალ ამბებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში არ გამოხატონ საკუთარი პოზიცია. კანონმდებლობა აწესრიგებს ისეთ საკითხებსაც, როგორებიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ასეთი კანონმდებლობა მრავალი წელია მოქმედებს და მის დაცვას მედიამომსახურების სფეროს მარეგულირებელი ორგანოები ზედამხედველობენ. ჩამოთვლილი ჟურნალისტური სტანდარტებით მაუწყებლობა მაყურებელთა უფლებების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკითხებიდან ნაწილი მანამდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდებოდა და მხოლოდ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული  ცვლილებებით კი დადგინდა აღნიშნული მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კანონში ცვლილებამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომუნიკაციების კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების კომისიას აღნიშნულ საკითხებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი ემსახურება კანონმდებლობის განმარტების თაობაზე მედიამომსახურებების სფეროს მარეგულირებელი ორგანოს ხედვის ილუსტრირებას და არ აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა.

კომუნიკაციების კომისის მიზანია, რომ გზამკვლევი მაუწყებლებს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაში დაეხმაროს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...