spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უსამართლობამ გამოგვიყვანა ქუჩაში, ზოგი - როდის და ზოგი...

“უსამართლობამ გამოგვიყვანა ქუჩაში, ზოგი – როდის და ზოგი – როდის” – ია მელითაური

სამოქალაქო აქტივისტი, ია მელითაური ემოციურად საუბრობს იმ რეალობაზე, რაც ქვეყანაში ხდება და კონკრეტულ ფაქტებზე ახდენს აქცენტს:

უსამართლობამ გამოგვიყვანა ქუჩაში, ზოგი – როდის და ზოგი – როდის.

სიმწრით, ბოლო ძალებით ვიბრძოდით, ვიცავდით თავს, როგორც შეგვეძლო.

გვცემეს, ტრავმები დაგვიტოვეს, ზოგს ემოციური და ზოგს ემოციურიც და ფიზიკურიც, დაგვიზიანეს ჯანმრთელობა, ადამიანებს მოუგონეს დანაშაულებები, დაიჭირეს ზოგი ქუჩაში და ზოგს სახლებში შეუცვივდნენ. ნივთმტკიცებად წაიღეს კვერცხი, საქართველოს დროშა, აირწინაღი, ქუდი. მოიგონეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, ნერწყვი მოპარეს ბიჭებს, ქაღალდებს მძიმე საგნები დაარქვეს, ყველანაირი ტყუილი თქვეს, რაც შეეძლოთ.

თარჯიმნებიც უსისხლოები მიიყვანეს “დაკავების ადგილას”, ოღონდ მერე, ყველანაირი შეურაცხყოფა რომ მიაყენეს. ჯერ თვითონ აგინეს და აქედან პასუხად შუა თითის ჩვენების გამო ციხეში ჩასვეს. კაცებს, რომლებმაც ქართული არ იციან, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება დააბრალეს. ერთიანობა და საერთო იდეა წინასწარ დაგეგმილად მონათლეს, ტატუებისა და მჭერმეტყველობის გამო კლოუნი ეძახეს. როგორც უნდათ, ჭრეს და კერეს. ანთებული გულები ციხეებში გამოკეტეს წლობით, მაგაში აღებული ფულით შვებულებებშიც მოასწრეს ყოფნა. ამაზე აღშფოთებულები მანდატურებს აცემინეს ჩვენი თავები. დაგვალურჯეს, წაგვაქციეს, გაგვსრისეს.

არ გავჩერდეთ, არ გვაქვს უფლება!

საქართველოს გარეშე არაფერს არ აქვს აზრი! ამ ხალხის ციხეში ყოფნა, დარჩენილი განაჩენები! – აი, ეს უნდა იყოს წინააღმდეგობის მამოძრავებელი ძალა! დილიდან ვიფიქროთ, ყავას რომ ვსვამთ, მაგალითად, ხომერიკი როგორ ხასიათზეა? მეგობარს რომ ვემესიჯებით, ნეტავ ფრიდონ ბუბუტეიშვილს იურისპრუდენცია ისევ უგვიანებს? ქუჩაში რომ დავდივართ და მეგობრებს, ნათესავებს ვხვდებით, ვიფიქროთ, მაგალითად, ოკმელა როგორ არის? სასაცილო ამბის გაგონებაზე წარმოვიდგინოთ ირაკლი მიმინოშვილი რამდენს იცინებდა. შვილი რომ მოგვადგება, ამიხსენიო ეს მაგალითი, ვიფიქროთ ვილიამ აბაშიძეზე, როგორ აუხსნიდა უჩა შვილს.

იმდენად ბევრნი არიან, თავზარდამცემია.

არ მივატოვებთ ბრძოლას, მჯერა!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
ბრძოლა გამარჯვებამდე!” – წერს ია მელითაური ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...