spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, სანქციები კი...

“საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, სანქციები კი გავრცელდეს ივანიშვილსა და მის რეჟიმზე” – გიორგი ბარამიძე

საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, სანქციები კი გავრცელდეს ივანიშვილსა და მის რეჟიმზე. ჩვენი მიზანია პოლიტპატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საქართველოს საბოლოო გათავისუფლება რუსეთის გავლენიდან”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შეხვედრა ჰქონდათ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში:

ჩვენი საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს მეგობართან რადისლავ სიკორსკისთან ეხებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს თემას.

აქტუალური არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი ვიზების გაუქმების საკითხი, ყველამ ვიცით ეს და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, ხოლო რაც შეეხება დიდი სანქციები, მათ შორის სავიზო, დაედოს ივანიშვილს და მის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას რაც შეიძლება ფართოდ და ეს იყოს ძალიან მკაფიოდ გამიჯნული სანქციები, მათ შორის, სავიზო მოღალატეთა რეჟიმზე და შენარჩუნება უვიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ბუნებრივია ჩვენი სურვილი და მისწრაფება არის, ჩვენი მეგობრები დაგვეხმარონ საქართველოში პოლიტპატიმრების, პირველ ყოვლისა, ჩვენი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ამ ბრძოლაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება რუსეთის მეხუთე კოლონისა და მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმისაგან. ამ საქმეში, ჩვენი მეგობრები, მათ შორის პოლონეთში არიან საქართველოს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...

“ხუხაშვილს საკუთარი სიმართლით სიარული ვუსურვე და მწყევლისო, კივის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"მაგ სიმართლით იარე..." - ლოცვა თუ წყევლა? თამარ ჩერგოლეიშვილის...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

“ბუბუნებდა სცენაზე, გუგუნებდა მსოფლიოში, უდიდესი კარიერა ჰქონდა, ამ კარიერით საქართველოს ემსახურა” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“ასე მგონია, ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი. რატომ აშუქებთ ამ ჯალათის ყველა ამონაკვესს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...