spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"15 აგვისტოდან, ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე მთლიანად იღებს...

“15 აგვისტოდან, ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფო” – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძე, სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას აუწყებს, რომ სახელმწიფო მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე:

15 აგვისტოდან, ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფო. ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები წყვეტენ ფუნქციონირებას.

კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან, საკმაოდ დიდმა ნაწილმა მომართა სახელწიფო სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი, 15 აგვისტოდან შეძლებს მომსახურების მიღებას უფასოდ. ასეთ პირთა რიცხვი გახლავთ 1512.

დაახლოებით, 100-მდე ადამიანს, ვერ დაერთო ნება მომსახურების გაგრძელებაზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგალითად, მოგვმართა, პირებმა რომელთა შესახებაც ინფორმაცია შესაბამისმა კერძო დაწესებულებებმა არ დაადასტურა. ასევე ადამიანებს, რომლებიც არიან ინციდენტური მომხმარებლები. მათ შეეძლებათ რომ ცალკე, დამოუკიდებლად მომართონ სახელმწიფო ცენტრებს და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.

არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ერთი პირი რეგისტრირებულია სულ მცირე 2 კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად, ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც, მაგალითად პაციენტის მიერ და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში სხვაობა დოზების შესახებ. რამდენად დიდია ასეთი შემთხვევების გავრცელება კონტიგენტში, ვისაც არ ჩვენთვის არ მოუმართავს, ამის თქმის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია.

მინდა, ვთხოვო ყველა ბენეფიციარს, ვისაც მიღებული აქვს დადასტურება სახელმწიფოს ცენტრებში მომსახურების მიღების შესაძლებლობაზე, მიაქციონ ყურადღება ცენტრებში მისვლის დროს და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები. მათ შორის, რა თქმა უნდა, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 22 აგვისტოს ჩათვლით, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფო პროგრამაში.

ჩვენ, უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა იმ პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვაზე, რომლებიც მუშაობენ კერძო ცენტრებში. ასეთ ექიმთა რიცხვი არის დაახლოებით, 60, რასაც ემატება, რა თქმა უნდა, ექთნების კონტინგენტი.

გავაგრძელებთ მუშაობას ამ სფეროს შემდგომი რეფორმირებისთვის. მკურნალობის წარმატებულობისთვის აუცილებელი ზომების დახვეწით დაწყებული, ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებით დამთავრებული.

მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ ბენეფიციარს, რომ მათ შეძლონ და დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ჰქვია ნარკოდამოკიდებულება და ამისთვის სახელმწიფო ძალისხმევას ნამდვილად არ დაიშურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ იწყება. ხშირად ის იწყება ტყუილით –...

ჯეიმს ჯეი კარაფანოს ("ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლი) ინტერვიუს...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...