spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმარიამ მეყანწიშვილი: "ჩვენში ვერავინ ვიპოვეთ სანჩო პანსა!"

მარიამ მეყანწიშვილი: “ჩვენში ვერავინ ვიპოვეთ სანჩო პანსა!”

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

,,პირადი ამბიციების და ინტერესების გვერდზე გადადება რომ გეცადათ?!

იქნებ დალაგდეს რაღაცები?! დონ კიხოტის “შერკინება ქარის წისქვილებთან” პათოსს ემსგავსება ეს ყოველივე, მაგრამ აქ საგულისხმოა ის, რომ ჩვენში ვერავინ ვიპოვეთ სანჩო პანსა!

ბევრი მცდელობის მიუხედავად შიდა ჰარმონიზაციას ვერ მივაღწიეთ (მაგრამ ვეცადეთ კი?!) საბაზისო საკითხებზეც კი!

გული მტკივა, ვიტანჯები ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო და არაერთი არასასიამოვნო ფაქტის შემსწრე გავხდი.

საკუთარი ემოციების გამოხატვის გამო ხელაღებით შეუძლიათ გიწოდონ სუს-ის ჩანერგილი აგენტი. აქაც კი სადაც თავისუფლება მერანივით უნდა დაჰქროდეს, სტიგმების ბნელეთმა მოიცვა ყოველი!

აღმოცენდა კრიტერიუმების დიდი ხე, რომელსაც ღრმად და ნეგატიურად აქვს ფესვები გადგმული, თუ რომელიმეს მაინც არ აკმაყოფილებ მარტო ხარ! სულ მარტო რჩები ბრძოლაში!

ვიღაცას იმიტომ არ მოსწონხარ რომ შენ ინსტინქტები გაქვს რომელიც სხვების დახმარებისკენ უსამართლობის შეძლებისდაგვარად პრევენციისკენაა მიმართული.

ამ “თავისუფლების” პლატფორმაზეც კი გმართებს შენი გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში მოქცევა, იმიტომ რომ მეორე დღეს შენკენ გამოშვერილი თითების კასკადში და წრეში არ აღმოჩნდე: “შენ გამო დაიჭირეს”.

ხშირად ვფიქრობ – მე, ერთ ინდივიდს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის რომ ის ერთობა გავაღვიძო რომელმაც გაყინული, უსულო ზამთარი გაგვატარებინა ერთმანეთის იმედით!

განა ღირს ამდენ დავად? განა ღირს ამდენ ემოციად, “მე არ მინდა“, “არ გავაკეთებ” დროებით რომ შევცვალოთ: “მოდი აბა ვცადოთ” ნარატივით?!

შემიძლია ჩემი სიცოცხლეც კი დაგითმოთ ოღონდ ვნახო დასასრული უაზრო გაუგებრობებისა, დამუნათებისა ერთმანეთის ბრალდებისა საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

კი შეიძლება ამ საერთო მიზნისკენ მიმავალ გზას ყველა სხვანაირად ვხედავთ, თუმცა ყველას რომ გამოგვადგება და არა ერთი კაცის ან ერთი ჯგუფის ინტერესს, იქნებ იმ გზაზე დავდგეთ “ფარით ან ფარზე”?!”, – წერს მარიამ მეყანწიშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...