spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებიკახა კალაძე: "მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზეც ხელი იქნა...

კახა კალაძე: “მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზეც ხელი იქნა მოწერილი”

თბილისის მერის ის შეფასებით, მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზეც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ის ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

უმძიმესი იყო შედეგები იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმძიმეს რეზოლუციას, რომელიც ამ ომის შემდეგ იყო მიღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ნამდვილად არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. აშკარად იკვეთება სხვა ქვეყნის თუ დაჯგუფების ინტერესები. შესაბამისად, ყველა კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს, უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი. მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზეც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკით ახორციელებდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მერი პასუხობს:

მე არაფერს ვფიქრობ, მე გაჩვენებთ ერთ საინტერესო ამონარიდს რეზოლუციიდან, სადაც თეთრზე შავით წერია ძალიან მძიმე სიტყვები, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“. ამას ხელი მოაწერა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ეს არის ღალატი, დანაშაული, უმძიმესი ფაქტი და შესაბამისად, მას უნდა მოჰყვეს რეაგირება. საზოგადოებაში არსებობს კითხვები და მას უნდა გაეცეს პასუხი.

2008 წლის 8 აგვისტოს ომმა ჩვენ დაგვანახა მხოლოდ შეშფოთებით შემოფარგლული საერთაშორისო თანამეგობრობა, დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ასევე, აშკარაა ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება ატარებდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალების ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ კითხვაზე თბილისის მერი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციებია.

ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველ ჯერზე, როდესაც მოდის 8 აგვისტო, ერთი და იგივე სპეკულაციებია. ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...