spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს 2008 წლის ომში...

“საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს” – სამინისტროს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით:

17 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან; ასევე განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება.

ამასთან, რუსეთი აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

აღნიშნული ქმედებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-2024 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.

საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვა.

საქართველო აფასებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და მათ ჩართულობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...