spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ბრძოლა მხოლოდ ორი ქალის კი არა, მთელი...

“ეს ბრძოლა მხოლოდ ორი ქალის კი არა, მთელი ქვეყნის ღირსებისთვის ბრძოლაა” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის პატიმრობაში ყოფნას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება:

დღეს ჩვენ გაუგონარი პოლიტიკური რეპრესიებისა და დევნის მომსწრე ვართ.

ვხედავთ, რომ რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქალებს. ტოტალიტარიზს სძულს თავისუფალი ადამიანები, როგორც პირდაპირი საფრთხე და ამიტომაც ცდილობს მათ დამორჩილებას. მაგრამ ღირსების, სიმტკიცისა და ადამიანობის წინაშე — როგორებიც არიან მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი — რეჟიმი მარცხდება.

რეჟიმი მარცხდება არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების თვალში, არამედ საკუთარი მხარდამჭერების თვალშიც. ბუნებაში არ არსებობს სამართლებრივი ან მორალური პრინციპები, რომლითაც მზიას პატიმრობაში დატოვებას ან დატყვევებული მასწავლებლის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანას ახსნიან.

უკვე 250 დღეა, საქართველო ფეხზე დგას. და ყველა პროცესზე ფეხზე დგას მზია ამაღლობელი — როგორც შეურიგებლობის, სიმტკიცისა და ქართველი ქალის ღირსების სიმბოლო. მზიას უკან დგას ხალხი.

ლაჩარი დგებუაძის უკან კი ძირგამომპალი რეჟიმი. ნინო დათაშვილის უკან დგანან პროფესიონალები. ხოლო მისი გამოგონილი დიაგნოზის უკან — საბჭოთა ტერორის აჩრდილი, რომლის განხორციელებასაც გეგმავს რეჟიმი დავით მაღრაძის ხელით.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სიჩუმემ და შიშმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს და დაგვაბრუნოს შემზარავ წარსულში. ეს ბრძოლა მხოლოდ ორი ქალის კი არა, მთელი ქვეყნის ღირსებისთვის ბრძოლაა.

მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, ხმა ამოვიღოთ ახლა, რადგან თითოეული დღე გადამწყვეტია.

დღეს, 8 საათზე ყველას გელოდებით თავისუფლების მოედანზე ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...