spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რვა პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა...

“რვა პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას” – გიორგი ვაშაძე

რვა პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას.

ფორმულა მარტივია, თუ ერთად ვიქნებით – გავიმარჯვებთ, რადგან ერთად მდგომ ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ვერ დაუდგება წინ. დანარჩენი დროის საკითხია და ჩვენს მონდომებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.

ძალა ერთობაშია!” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და საზოგადოებას 8-პუნქტიან გეგმას წარუდგენს:

გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმა

1. ვერთიანდებით საერთო ბრენდის ქვეშ

  • ვერთიანდებით პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ;

2. ერთიანობის ურღვეობისთვის ვთანხმდებით გადაწყვეტილებების მიღების წესზე

  • თუ კონსესუსი ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება მიიღება გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების უმრავლესობით;
  • მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის.

3. სოციოლოგიურ კვლევებში ვაფიქსირებთ დიდ უპირატესობას

  • მიზანია კვლევაში დიდი უპირატესობის დაფიქსირება – ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანების შემთხვევაში;
  • ეს შეცვლის ხალხის განწყობას, გააჩენს ახალ მუხტს და აჩვენებს რეალურ ძალას, ალტერნატივას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ქოცი.

4. ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას

  • კამპანია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ – თბილისში და რეგიონებში;
  • მიზანია სპეციალურ აპში (სარეგისტრაციო პროგრამაში) მინიმუმ მილიონი მხარდამჭერის რეგისტრაცია;
  • აპი გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებაში ჩასართავად, შეტყობინებების და კოორდინაციისთვის.

5. ვნიშნავთ საერთო ეროვნულ შეკრებას

  • ვაორგანიზებთ და ვნიშნავთ მასშტაბურ შეკრებას – „მილიონი ქართველი“;
  • გადამწყვეტი შეტევა შესაძლოა იყოს 4 ოქტომბერს.

6. ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ

  • ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს.

7. უკიდურესი ზომები უარის შემთხვევაში

  • თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას.

სხვა ბევრი ნაბიჯები გვაქვს მოფიქრებული, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.

8. ვანიშნინებთ ახალ არჩევნებს

  • ვაიძულებთ ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი წესებით;
  • ახალ არჩევნებზე გაერთიანება გავდივართ საერთო ბრენდით, სახელით და დიდი უპირატესობით იმარჯვებს ქართველი ხალხი!

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...