ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს...

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის” – გიორგი ბარამიძე

ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის, რომლის მიზანია საქართველოს დაცლა და ქვეყნის რუსულ ორბიტაში დაბრუნება”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ მმართველი პარტიის პოლიტიკის შეფასებისას:

რა თქმა უნდა, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის წარმომადგენლებისთვის არაფერს არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლა, რადგან ჯიბეებს თვითონ მშვენივრად ისქელებენ. მათ ფართოდ გაუღეს კარი პაკისტანის და ბანგლადეში მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის კარი და ვხედავთ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგად და მეორეს მხრივ, ივანიშვილი, ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქი, რომელიც ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უკეტავს ქართველ ხალხს ევროკავშირში შესასვლელ კარს, რომლის გაღებაზე ქართული საზოგადოება ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა მრავალი წლის განმავლობაში პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების დროს განსაკუთრებით იმისთვის, რომ ჩვენ მივახლოვდებოდით ევროკავშირს.

საქართველო არის ერთ-ერთი ძირძველო ევროპული ცივილიზაცია, ძირძველი ქრისტიანული ცივილიზაცია და სწორედ ამით გამოირჩეოდა ევროპა ყოველთვის, რომ ის არის ქრისტიანულ სახელმწიფოთა გაერთიანება. ახლა მსოფლიო წინ წავიდა და მარტო ქრისტიანობა არ არის მთავარი, ასევე დემოკრატია, ადამიანების უფლებების დაცვა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ საქართველო არის ძირძველი ევროპული ქვეყანა.

ბუნებრივია, როდესაც არის თავისუფალი მიმოსვლა, არის შესაძლებლობა ეკონომიკის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, მაგრამ ივანიშვილის ბანდას პუტინის გეგმის მიხედვით არ აინტერესებს ეს ყველაფერი, ივანიშვილის და მისი მოღალატეთა ბანდის ამოცანა რაც არის კარგად დავინახეთ – საქართველო დაცლილი ქართველებისგან. შაჰ აბასის დროს არ ყოფილა ისე დაცლილი საქართველო დაცლილი ქართველებისგან, როგორც ახლა იცლება ამ მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის დროს და, რა თქმა უნდა, მათთვის აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, რადგან ჯიბეებს ისქელებენ კრიმინალური ქმედებებით, საქართველოს რესურსების ძარცვით, ქოლცენტრებით, რუსეთის უკანა ეზოდ გადააქციეს საქართველოს და რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალებად, ეს არის როგორც წარმოუდგენია პუტინს საქართველო და ეს დავაკება აქვს ივანიშვილს და მათი ამოცანაა საქართველო მოწყვიტოს ნატოსა და ევროკავშირს, არ ჩამოვიდნენ ინვესტორები და არ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად.

ჩვენ ვხედავთ მეზობელ სომხეთში, რომელიც საკმაოდ პრობლემებით არის დახუნძლული, Nvidia, რომელიც არის მსოფლიოში ნომერ პირველი კაპიტალიზაციის კომპანია, გადაწყვიტა 500 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაზე ამაზრზენი ტიპები სკოლაში, უნივერსტეტში, ქუჩაში ისინი იყვნენ, ვინც მეგობრებს “ებლატავებოდნენ” იმის იმედით, რომ...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის კონკრეტული შეფასება-შედარება: "ბავშვობიდან ვიცოდით, რომ ყველაზე ამაზრზენი...

“უზრდელობებს ვერ ვიტყვი, ჯარიმაა მაგაზე და თქვენ თვითონ მიხვდებით რა სიტყვა უხდებათ ახლა ამათ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის” –...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...