spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქობულეთმა "ზაფხულის ფესტივალს" უმასპინძლა

ქობულეთმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

ბათუმის შემდეგ ყველაზე ფერად ფესტივალს ქობულეთმა უმასპინძლა. „ზაფხულის ფესტივალს“ საკურორტო ქალაქში უამრავი ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიება საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნა. მოგვიანებით კი სცენაზე მსმენელის წინაშე ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „MIX2ra“, „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ წარსდგა. ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომერი წარადგინა ქალთა კამერულმა გუნდმა და DJ ჩიკიმ. საფესტივალე სივრცეში განთავსებული იყო კვების და მოსასვენებელი სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ჰქონდათ. ფესტივალის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო აქტივობებიც პატარებისთვის. „ზაფხულის ფესტივალი“ ქობულეთში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

აქტიურად გრძელდება ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში. მრავალფეროვანია ღონისძიებების კალენდარიც, როგორც საზღვაო კურორტებზე, ისე მთიან მუნიციპალიტეტებში. ამჯერად, ქობულეთმა უმასპინძლა ულამაზეს ფესტივალს, სადაც სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარებისა და კარგი მუსიკის მოსმენის საშუალება ჰქონდათ. რეგიონის სტუმრებს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, მიმართულებებსა და სერვისებს ვთავაზობთ და მსგავსი ფესტივალებით, ხაზს ვუსვამთ ჩვენი საზღვაო კურორტების მზაობას ტურისტების მისაღებად,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

ინფორმაციას  ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

ლალი მოროშკინა: “აშკარად პოზიტიურად იმოქმედა აქაურ ბაბლზე ახალმა სამმართველომ”

შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის პოზიტიურ როლზე...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...