spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ეს კაცი არის ბოროტი და ემსახურება ბოროტებას" -...

“ეს კაცი არის ბოროტი და ემსახურება ბოროტებას” – სერგო ჩიხლაძე კახა კალაძეზე

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებას, რომ “კორპუსი იყო ავარიული… ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ“, მწვავე შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე:

ისევ ქალაქელებს დაგვაბრალა!

ეს კაცი არის ბოროტი და ემსახურება ბოროტებას. ბოროტებას კი იცით რა ასაზრდოებს?

აი, ყოველ ჯერზე, როდესაც ის მსხვერპლს დაადანაშაულებს და არა საკუთარ გულგრილობას;
ყოველ ჯერზე, როდესაც უტიფარ ტყუილს გვეტყვის;
ყოველ ჯერზე, როდესაც ქალაქელებს შეურაცხყოფას მოგვაყენებს;
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი, ქალაქელების მილიონს ჯიბეში ჩაიკუჭავს;
ყოველ ასეთ ჯერზე, რომ გაქანდებით და მის მდაბიო მატრაბაზულ პოსტებს “დაუგულებთ”, სწორედ თქვენი ეს “დაგულება”, პირფერობა და მლიქვნელობა ასაზრდოებს ბოროტებას.

ან კი რა გჭირთ ასეთი, ამ სულით პლებეის რომ არ ეპირფეროთ?!

ბოროტება უნდა განიკვეთოს, იზოლირდეს მორალურად და სოციალურად!” – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“მათ ვერ მოიპოვეს მთავარი – ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი...

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ....

“ეს იწვევს ქვეყნის რეპუტაციის უკიდურეს შელახვას, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დიქტატურას ეკისრება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსული ტანკერების ქართველი ეკიპაჟების...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...