spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან, კახი კალაძე გადაამოწმეთ, ანრი ოხანაშვილი და ზოგადად ე.წ მთავრობის წევრები, ნახეთ აბა რა პასუხს მიიღებთ. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ნარკოტიკების შემომტანები, თან მკვლელი ნარკოტიკების თქვენ ხართ და შემოწმება დაიწყეთ საკუთარი წრიდან, ბავშვებს თავი დაანებეთ”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტების, მასობრივ შემოწმებებს ნარკოტიკების მოხმარებაზე:

ბავშვებს, ახალგაზრდებს რომ დაერიეთ, ნარკოლოგიურში წაიყვანეთ, ირაკლი კობახიძეს მივმართავ, გადაამოწმე კახი კალაზე, ანრი ოხანაშვილი, გეკა თუ ვინც არის შს მინისტრი, ბავშვებს რომ დასდევთ, საჯარო მოხელეები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები გადაამოწმეთ ნარკოტიკული ნივთიერებაზე, აბა ნახეთ ხომ არ ამოუგდებს შემთხვევით ვინმეს, კალაძე, მისი სტრუქტურა შეამოწმეთ და მოხმარებაში კი არა, მკვლელი ნარკოტიკის გასაღებაშიც ხოკ არ იღებს ვინმე მონაწილეობას. აქტივისტებს რომ დასდევთ, სახლში უვარდებით, ე.წ მთავრობის წევრებისგან დაიწყეთ შემოწმება, მამუკა მდინარაძე გადაამოწმეთ ხომ არ ამოუგდებს.

ყველას კარგად ესმის, რომ თქვენ ხართ მთავარი ნარკოტიკის ბარიგები, თქვენს გარეშე ნარკოტიკი ვერ შემოვა, ივანიშვილის გარეშე ნარკოტიკი როგორ შემოდის, როგორ საღდება და მართლა გგონიათ, რომ სულელები ვართ და გვგონია, რომ ციდან ცვივა ნარკოტიკები? თან მკვლელ ნარკოტიკებზე ვსაუბრობ, იმაზე არა ახლა რომ ადამიანებს მოშარდვას აძალებთ და დასდევთ ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაამოწმეთ თქვენი კოლეგები”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საძალაუფლებო სისასტიკეც კი კარიკატურულია ამ ქვეყანაში, თან ტირანიული და ამავდროულად სასაცილო, უცნაური სინთეზია…” –...

4 ოქტომბრის საქმეებზე დაკავებულთა პროცესებს მძიმე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...