spot_img
მთავარიკრიმინალი"ჩემი მეუღლე ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და ემუქრებოდნენ...

“ჩემი მეუღლე ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და ემუქრებოდნენ ჩვენი სამი მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით” – თინა ბოკუჩავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საგანგებო განცხადებას აკეთებს და მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებასთან დაკავშირებით მძიმე ინფორმაციას ავრცელებს:

საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც თითქოს ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით.

მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე.

ჩემს მეუღლეს, ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად – ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი.

მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს.

ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.

მანძილიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის მიიყვანეს მოდულის შენობაში, თუმცა თვალებახვეულ მდგომარეობაში ბუნებრივია რთული განსასაზღვრია მისი გატაცების ლოკაცია.

ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი შვილის სკოლის და ორწლინახევრის ტყუპების საბავშვო ბაღის ლოკაციას, ემუქრებოდნენ და ემუქრებოდნენ მათ შორის ჩვენი სამი მცირეწლოვანი შვილის უსაფრთხოებით.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას. ყველას პირადი ცხოვრება – პირადია. წერტილი. მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება – რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე მოიხადა საჯაროდ ბოდიში, გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არაა – და ეს მხოლოდ საბაბია. რეალური მიზეზი კი ჩემი დაშინებაა. ჩემი გაჩუმებაა.

ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილს, მის ყველა
ოჯახის წევრს, კოტეს გამტაცებლებს და გატაცების დამკვეთებს, გელა გელაძის ჩათვლით, რომელიც, როგორც მეუბნებიან – მე როდესაც ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო – მინდა გარკვევით გითხრათ – არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის, ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს და ვიბრძოლებ თქვენი რეჟიმის დემონტაჟისთვის, რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, მათი სიმხდალე, მათი ბოროტება და ქვეყნის ღალატი.

ჩათვალეს, რომ ვერ მიჭერენ და ჩემი ოჯახით გადაწყვიტეს ჩემი გაჩუმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს.

და აქვე ვიტყვი – მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილთან ვითომ შერკინება – ეს არის თავის და ხალხის მოტყუება და აქაც უნდა ითქვას სიმართლე – ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა შეიძლება იყოს მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი.

იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები, ივანიშვილთან ასეთ გარიგებაზე არ წავლენ.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული სიტყვა. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს,...

ლოგიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...