პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობას შეასრულებს

დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობას შეასრულებს

დღეს ქუთისისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მერის მოვლეობის შემსრულებლად ოფიცილურად დავით ერემიშვილი დაინიშნა. ერემეიშვილი საკრებულოს სხდომას არ დასწრებია და არც მედიასთან გაუკეთებია რაიმე სახის კომენტარი. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის პირველი ოფიციალური განცხადება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ერემეიშვილი ყოფილი მერის განხორციელებულ და დაუსრულებელ პროეტებს ვრცლად მიმოიხილავს და მზადყოფნას გამოთქვამს შეასრულოს მერის მოვალობა:

გიორგი ჭიღვარიამ, გუნდთან ერთად, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ამ პერიოდში ქუთაისში გაკეთდა გზები ათეულობით ქუჩაზე, როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებში, მოეწყო სკვერები და პარკები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლებს და ბაგა-ბაღებს, მუდმივად მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე. წელს ქუთაისი თითქმის მთლიანად გადავიდა 24 საათიან წყალმომარაგებაზე, რაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

ჩვენი გუნდის მუშაობის ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად სამართლიანად ითვლება სოციალური პროგრამები, რომელთა საშუალებით ასეულობით ჩვენს თანაქალაქელს, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებიდან, მიეცათ შესაძლებლობა გაეუმჯობესებინათ ცხოვრების პირობები და ხარისხი, თავი ეგრძნოთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის დროს, ქუთაისის თვითმმართველობა მუხლჩაუხრელად, შეუსვენებლად აკეთებს ყველაფერს, რათა დაცული იყოს ყველა რეკომენდაცია და მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ხელისუფლება მათ გვერდითაა. ათასობით ქუთაისელმა მიიღო ამ დღეებში სასურსათე ამანათი თუ სხვა ტიპის დახმარება. მე, როგორც ქუთაისის მერის მოადგილე, უშუალოდ ვიყავი ჩართული ყველა პროექტის მიმდინარეობაში და ვიცი, რამხელა ძალისხმევას მოითხოვს თითოეული მათგანის სწორად და ეფექტურად განხორციელება.

ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს უფრო და უფრო მეტი კარგი საქმეების კეთების საშუალებას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი უახლოესი პერიოდისთვის, რომელთაგან გამოვყოფდი რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, ოლიმპიური აუზის მშენებელობას, გაგრძელდება საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ქალაქს შეემატება ახალი სარეკრეაციო ზონები. ყოველწლიურად იზრდება ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა. 2021 წელს კი ჩვენი ქალაქი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმს უმასპინძლებს. მადლობა მინდა ვუთხრა გიორგი ჭიღვარიას გუნდის სახელით ქალაქისთვის გაკეთებული სასიკეთო საქმეებისთვის, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო!

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მე ვრჩები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული თუ სხვა პროექტები და ამ რთულ პერიოდშიც ღირსეულად გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს,” – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

შეგხსენებთ, 8 აპრილს, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep...

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა დავუტოვოთ!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...