spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ...

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით:

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება.

სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობის შეზღუდვას, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალა ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ მონაკვეთზე.

შეზღუდვის პერიოდში გიორგი წერეთლის ქუჩა გახდა ცალმხრივი.

თამარაშვილის გამზირიდან მოძრაობა დაშვებულია ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმართულებით, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები სარგებლობენ ვაკის პარკის მიმდებარედ არსებული მოსაბრუნებელი გზით და მარცხნივ მოხვევით ხვდებიან თამარაშვილის გამზირზე.

ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ახალი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობენ ბაგების ახალი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში შემდეგი სიახლეა:

ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები – N309, N351, ასევე მიკროავტობუსები – N512, N540 იმოძრავებენ მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით (უკუმიმართულებით მარშრუტი არ იცვლება).

მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი N358 იმოძრავებს გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით და აღარ გაჩერდება „ვაკის პარკთან“ (უკუმიმართულებით მარშრუტი უცვლელია).

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...