spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულზე 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულზე 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

„საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, აქტის საფუძველზე მსჯავრდებულები დღეს დატოვებენ პენიტენციალურ დაწესებულებას და ხარების დღესასწაულს ოჯახში შეხვდებიან.

ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს,“ – ნათქვამის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

P.S. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმაც:

მნიშვნელოვანია, რომ შეწყალებული მსჯავრდებული ქალებიდან არცერთი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, არ ჰქონია კანონთან სხვა პრობლემა და ამჟამად ისინი სასჯელს იხდიდნენ ისეთი დანაშაულებისთვის, რომელთაგან არცერთი არ არის ძალადობრივი დანაშაული,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...