spot_img
მთავარიარჩევნები"შესაძლოა "ოცნებასთან" პირისპირ საუბარი მოგვიწიოს" - გიგი უგულავა

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა განზრახვა აქვს მმართველ პარტიას 2025 წლის ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის:

,,პარტიების აკრძალვის და შემდეგ გადადების დაანონსებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ ,,ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს. დღევანდელ ვითარებაში ის მართლაც ოპოზიციისთვის ხაფანგია. ზოგი ფიქრობს მონაწილეობას, ზოგი ყოყმანობს, ზოგიც უარყოფს. არადა ყველაზე მეტად ერთიანი პოზიციაა საჭირო.

აქვე, ჩემს პოზიციას ვიტყვი. დღევანდელი მოცემულობით მონაწილეობა ნებისმიერს რეჟიმის ლეღვის ფოთლად აქცევს. საქართველოში დღეის მდგომარეობით არჩევნები გაუქმებულია. ხვალ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღეს და ვიდრე 2024-ში იყო.

ამასთანავე, ასევე ნათელია – ამ გამოწვევაზე მწყობრი პოზიციაა საჭირო – ე.წ. საგზაო რუკა – რათა ცხადი იყოს:

ა. რატომ არ ვმონაწილეობთ;
ბ. რა პირობებშია შესაძლებელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა;
გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას. ეს სამუშაო იდეებია და ამით ვცდილობ გავიდეთ ურთიერთ ბრალდების რეჟიმიდან.

ფაქტია, ,,ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ამ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია ეს მათი სურვილი – რისი დამთმობები არიან.
რა შეიძლება იყოს ეს პირობები:

1. პოლიტპატიმრების (მათ შორის სააკაშვილის) განთავისუფლება;
2. ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, რაც ,,ოცნებამ“ მიიღო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მათ შორის არჩევნებთან და ცესკოსთან დაკავშირებული. (კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნები ვერ ჩატარდება);
3. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით – გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევმები ჩატარდეს 2025 წლის 27 დეკემბერს (თარიღი ცხადია სამსჯელოა);
4. პლებისციტში ,,კი“:-ს გამარჯვების შემთხვევაში, არსებული ოცნების მთავრობა გადადგება; ზურაბიშვილ-ყაველაშვილის და ბარიერგადალახული 4 + 1 (,,ოცნების“) ეგიდით დამტკიცდება ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს;
5. ,,ქართული ოცნების“ ფაქტობრივი უმრავლესობა იღებს ვალდებულებას დაამტკიცოს გარდამავალი მთავრობა.

მოსაფიქრებელია, რა ვალდებულებას ვიღებთ პლებისციტში ,,არა“-ს გამარჯვების ანუ ჩვენი მარცხის შემთხვევაში

პირობები შეიძლება შეიცვალოს – დააკლდეს, მოემატოს. ამისთვის მსჯელობაა საჭირო.

პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საზოგადოებრივი ჯგუფები და მოძრაობები – ყველა დაინტერესებული პირი უნდა მსჯელობდეს ამაზე და არა დასწრებაზე ერთმანეთს იარლიყებს ვაწეპებდეთ. თუ საგზაო რუკა იარსებებს ანუ მკაფიო პოზიცია იარსებებს, გვერდძე გახტომაც გაუჭირდებათ კოლეგებს. მარტო განცხადება, არ ვმონაწილეობ, არაა შემაკავებელი. ისევე როგორც ვმონაწილეობ, ვემზადები მონაწილეობისთვის – ღალატისა და გარიგების კვალს ტოვებს.

მოკლედ, აღდგომა და ხვალეო. დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ.

ცალკე საკითხია – ასეთი თემები როგორც წესი შუამავალ, მომლაპარაკებელს გულისხმობს – შარლ მიშელი, ბეიკერი, მიხნიკი და ასე შემდეგ. გვაქვს ჩვენ მსგავსი გამოცდილება. დღეს ვითარება სხვაგვარია. სანამ შევძახებთ – არ მინდა შარლ მიშელი! უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც არავინ იხევს კალთებს. შესაძლოა ,,ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. აქაც გამოჩნდება ვართ თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას”, – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...