პარასკევი, მაისი 23, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფასდაუდებელი წონა ექნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის როლს უკრაინაში,...

“ფასდაუდებელი წონა ექნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის როლს უკრაინაში, ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ზელისკისთან ერთად” – მანანა ანდღულაძე

მოძრაობა ,,სამოქალაქო საზოგადოება – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის”  წარმომადგენელი, მანანა ანდღულაძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრებას აფიქსირებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლსა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუკი იგი უკრაინაში იქნებოდა:

,,პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ რა როლი ექნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს – ჩემი აზრით, ძალიან დაეხმარებოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი გამოცდილებით, მისი კონტაქტებით, და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ის მსხვერპლი, რაც იყო მაგალითად ომის პერიოდში და ეს რაღაცა რთული პერიოდი ბევრად უფრო ადვილად გადაეტანა ვოლოდიმირ ზელენსკის და შესაბამისად, ის ბევრად უფრო დაცულიც იქნებოდა ერთგვარად.

იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე გამოცდილი ჰქონდა 2008 წელი. იგივე სცენარით წავიდა რუსეთი, უბრალოდ ჩვენთან ხუთი დღე იყო და იქ გაგრძელდა უფრო დიდხანს.

ფასდაუდებელი წონა ექნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის როლს უკრაინაში, ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ზელისკისთან ერთად.

რაც შეეხება თვითონ პრეზიდენტ ზელენსკის, ჩემი აზრით, ამ ომმა ის აქცია მოსიარულე გმირად, არა მარტო უკრაინელი ხალხისთვის, არამედ ჩვენთვისაც სტიმულია მისი ეს ვაჟკაცობა და სხვათა შორის, ევროპელებისთვისაც.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ის ძალიან მედგრად და გმირულად დგას და რაც ყველაზე მთავარია პრინციპულია. ამ ომში ყველაზე მთავარი არის ის, რომ უკრაინამ იმიტომ არ წააგო და არც წააგებს ამ ომს, რომ პრინციპული მთავარსარდალი ჰყავს, ისევე როგორც ჩვენ გვყავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკის როლი ძალიან დიდი იქნება ომის დამთავრების შემდეგაც როგორც უკრაინაში, ისევე ევროპაში და სხვათაშორის საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა მანანა ანდღულაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს რა აღვირახსნილება, დამანგრეველი უკანონობაა ქვეყანაში, ეს რა სირცხვილშია ქვეყანა…” – თაკო ჩარკვიანი ზურაბ...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მძიმე ემოციური...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...

“რუსებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცავარა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...