პარასკევი, მაისი 23, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალური მოძრაობა" არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი,...

“ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, ამ პარტიას ვერ გაანადგურებთ, ისევე როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს…” – გიორგი ბარამიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ეხმაურება მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით პროცესის დაწყებაზე:

რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურები არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რომლის ამოცანაც არის “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება.

მინდა ამ მოღალატურ რეჟიმს ვუთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ არის იურიდიული დოკუმენტი. “ნაციონალური მოძრაობა” არის ის ხალხი, რომელიც გაერთიანებულია ყველაზე ძვირფასი იდეის გარშემო – ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო. ეს ნიშნავს ევროკავშირში და ნატო-ში წევრობას. “ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, ამიტომ რაც არ უნდა წრეები ურტყათ, ამ პარტიას ვერ გაანადგურებთ, ისევე როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს და იმ იდეას, რომელიც არის უზენაესი ჩვენი ხალხისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება, ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო, ამიტომ არ გამოვა მათი მცდელობები.

ნუ გგონიათ, რომ მსოფლიოში არ სცალიათ ჩვენთვის, უკრაინაში ომი მიდის, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას ატარებს სხვადასხვა რეგიონთან მიმართებაში, ევროკავშირში ემზადებიან უკრაინის უფრო მეტად დასახმარებლად და ჩვენთვის და ივანიშვილისთვის არ სცხელა, ასე არ არის.

გერმანიაში ახალი მთავრობა ჯერ კიდევ არ მოსულა და უკვე ვნახეთ როგორ დაასანქცირა ეს რუსული რეჟიმი. ახლა უკვე კონგრესში განიხილება მეგობარი აქტი, მოიწონეს კიდევაც ეს საგარეო კომიტეტში, ამიტომ ამ ადამიანებს ნუ ჰგონიათ, რომ მათ შერჩებათ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი, ის დანაშაულები, რომელსაც ისინი სჩადიან რიგითი ქართველი მოქალაქეების მიმართ და მათ მოუწევთ ამ ყველა დანაშაულზე პასუხის გება.” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოზიციას აფიქსირებს საგამოძიებო...

“ოპოზიციის წარმომადგენლებს გირაოს გადახდას, ზოგიერთ შემთხვევაში, ციხეში წასვლაც კი ურჩევნიათ, იმის ნაცვლად, რომ მოვიდნენ...

პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარმოებულ...

“26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს” – კახა...

„26 მაისს სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ...

ბესო გაზდელიანი: “საოცრად “მორწმუნე” მთავრობა გვყავს”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბესო გაზდელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...