spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მზადდება

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მზადდება

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული წიგნის „კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“ გამოცემა იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო სახელმძღვანელოზე მუშაობას უკვე ასრულებს და მალე, დაინტერესებულ პირებს რიგით მესამე კულინარიულ გზამკვლევს შესთავაზებს. წიგნში საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის ეთნოგრაფიულად დამახასიათებელი 150-მდე კერძი და ტკბილეულია განთავსებული. სახელმძღვანელო, რომელზეც ეთნოგრაფებმა, მზარეულებმა და შეფ-დეკორატორებმა მუშაობა გასულ წელს დაიწყეს, წლის ბოლოსთვის დაიბეჭდება. მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა კი მსურველებს აპრილში, სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე https://visitajara.com/ka შეეძლებათ.

ახალ კულინარიულ გზამკვლევში ქართული კერძები რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი. ძირითად კერძებთან ერთად ცალკეა გამოყოფილი მხალეულისა და ლობიოს კერძები, რძე და რძის ნაწარმი, პურეული, სართავიანი ხაჭაპურები, ხუარბლის კერძები, ტკბილეული, შესანახი კერძები, მწნილი და საწებლები. გარდა უშუალოდ რეცეპტებისა, კერძებს წინ უძღვის პატარა შესავალი, სადაც თითოეული კერძის მომზადების ტრადიციაა მოთხრობილი. წიგნში კულინარიული ექსპედიცია აჭარიდან იწყება და საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის. მასში თითოეული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისათვის დამახასიათებელი ის ყოველდღიური, სარიტუალო, თუ სტუმრისთვის განკუთვნილი კერძებია შესული, რომლებსაც ღირებული ადგილი ეჭირათ ამ კუთხეების კულინარიაში. შესაბამისად, წიგნში სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი.

„წიგნი-ალბომის ,,კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“ მიზანია შემოგატაროთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების სამზარეულოები, მიგიყვანოთ თითოეული კუთხის საოჯახო კერასთან, ჩაგახედოთ ქართული სამზარეულოს ტრადიციებში, დაგაგემოვნებინოთ კერძები, რომლითაც ბარაქიანი ქართული ოჯახის დიასახლისი ხვდება სტუმრებს, გაგაცნოთ რეცეპტები, რომლითაც მრავალი თაობის განმავლობაში ამზადებდნენ ჩვენი ბებია-დედები, შეგაგრძნობინოთ ის სათუთი და, ზოგჯერ, საკრალური დამოკიდებულება, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ტრადიციული ქართული კერძების მიმართ, გაგაცნოთ ის ნიუანსები, რაც განუმეორებელ და მრავალფეროვან სურნელსა და გემოს სძენს ქართულ კულინარიას,“ ნათქვამია წიგნის შესავალში.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წლებში ორი კულინარიული წიგნი “თევზეული ქართულ სამზარეულოში” და „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ დაბეჭდა. მესამე წიგნს კი დაინტერესებული პირები წლის ბოლოსთვის იხილავენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...