შაბათი, მარტი 29, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაშინ, როცა ხელისუფლება ჩემზე შეტევით არის დაკავებული, ჭიათურაში...

“მაშინ, როცა ხელისუფლება ჩემზე შეტევით არის დაკავებული, ჭიათურაში რეალური პრობლემა ისევ მოუგვარებელია” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის მიზანმიმართული ტყუილი და დეტალურ განმარტებებს აკეთებს ფაქტობრივ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჭიათურაში შექმნილ სერიოზულ პრობლემას:

სუს-ი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს „მთის ამბების“ 2024 წლის ნოემბრის სტატიაში ნახსენები გიორგი ვაშაძე მე ვიყო, მაშინ, როცა თავად მასალაშიც გასაგებად წერია, რომ საუბარია “ქართული ოცნების” წარმომადგენელ სხვა გიორგი ვაშაძეზე.

ეს არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც ემსახურება ჩემი სახელის დისკრედიტაციას და ჭიათურის პროტესტის მონაწილეებში უნდობლობის გაღვივებას ჩემს მიმართ.

მაშინ, როცა ხელისუფლება ჩემზე შეტევით არის დაკავებული, ჭიათურაში რეალური პრობლემა ისევ მოუგვარებელია:

• 270 მილიონზე მეტი მხოლოდ ქართუ ფონდმა წაიღეს ქალაქიდან!
• ქალაქი ნადგურდება!
• ხალხი იძულებულია, შიმშილობით და პირის ამოკერვით იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის!
• არ არის სტაბილური ხელფასები, უსაფრთხო სამუშაო გარემო და სოციალური გარანტიები!

როგორც ჩანს, მათი მიზანია, ჭიათურა დაიცალოს ადგილობრივი მოსახლეობისგან!

მე ამ პროტესტს პირველივე დღიდან მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, სწორედ ამიტომ:

✅ პირადად ვიყავი ჭიათურაში, საერთო ინიციატივით, საკრებულოს სპეციალური სხდომაც იქნა მოწვეული!
✅ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არაერთხელ დავაყენე პარლამენტში, მათ შორის, რეჟიმის მთავრობის წარმომადგენლების წინაშე!
✅ გავაკეთე ასევე სპეციალური გამოფენა პარლამენტში, რათა საზოგადოებას გაეგო, როგორ ექცევიან ჭიათურას!

ხელისუფლებას ხალხისთვის არ აქვს პასუხი ამ უმწვავეს პრობლემებზე, დაკავებულები არიან ძარცვით და ნგრევით და ამიტომ, ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, პროტესტი დაასუსტონ და ძარცვა გააგრძელონ.

მაგრამ ჭიათურელებმა სიმართლე იციან!

ხელისუფლების მორიგი სიცრუე ვერ შეაჩერებს ამ ბრძოლას. ხალხი არ გაჩერდება და მე ამ ბრძოლაში მათ გვერდით ვარ!“, – წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებას აძლევს აგვისტოს...

“ეს კომისია შექმნა მოსკოვმა და ასამართლებინებს საქართველოს. არ შეიძლება იქ მისვლა” – ვახო სანაია

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას, კონკრეტული არგუმენტებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა “მეგობარი აქტი” – ეს ივანიშვილისა და მისი კლანის საერთაშორისო...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის...

“ეს მოღალატეები რომ ამბობენ თითქოს პატივს სცემენ ქართულ ჯარს, მათ არ გადასცეს 2008 წლის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს მმართველი...