spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს,...

“ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განსაკუთრებულ მხარდაჭერას სენატორ ჯიმ რიშისადმი:

გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა 😊

ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს…

თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა დიფ სთეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად დიფ სთეითის ე. წ. ნარატივის გახმოვანებით.

შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს – ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.

საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ!..” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამუკა მდინარაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე...

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...