spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქოცური ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია" - პაატა მანჯგალაძე

“ქოცური ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია” – პაატა მანჯგალაძე

ქართული ოცნება“ იყენებს „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის ძალების“ მითს, რათა ხალხი დააშინოს და საკუთარი ღალატი გადაფაროს“, – ასეთ შეფასებას აძლევს “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ პოლიტიკას:

ეს ქოცური ტრიუკია – მათ სჭირდებათ მუდმივი მტრის ხატი, რათა ყურადღება არ გამახვილდეს რეალურ პრობლემებზე: იმაზე, რომ ქვეყანა იზოლაციაშია, კორუფციით ივანიშვილის კლანი გამდიდრდა, ხალხი კი გაღარიბდა.

განსაკუთრებით ამორალურია მათი პროპაგანდა ომზე. „ქართული ოცნების“ ლოგიკით, თუ მე ახლა თავს დაგესხმებით, ეს ჩემი კი არა, თქვენი ბრალი იქნება – რატომ ვერ აიცილეთ აგრესია? ქოცური ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია.
ეს იგივე პროპაგანდაა, რომლითაც კრემლი ამართლებს საკუთარ აგრესიას.
ახლა ამ ნარატივს საქართველოში იმეორებენ, რათა ქვეყანას წაართვან არსებობის უფლება და თავისუფლება.

ეს არის ჩვენი თავდაცვის ინსტიქტის მიზანმიმართული დაჩლუნგების მცდელობა. მათ უნდათ, რომ საქართველო უსუსური იყოს, რომ ხალხმა იფიქროს – მორჩა, სხვა გზა აღარ დარჩა.

მაგრამ ეს არ არის სიმართლე. სიმართლე ისაა, რომ მათი გზა ჩიხში მიდის, საქართველო კი სწორედ ახლა უნდა ადგეს ფეხზე და იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...