ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რამდენად კორუმპირებული და ჩამპალია რუსულ სისტემა, რომ შეიძლება...

“რამდენად კორუმპირებული და ჩამპალია რუსულ სისტემა, რომ შეიძლება ოთარ ფარცხალაძე გახდეს ოთარ რომანოვი” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ჟურნალისტებთან კომენტარში საუბრობს საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით:

,,ოთარ ფარცხალაძე, იგივე ოთარ რომანოვი, ჯერ სიმძიმე და ფარსი ამ ისტორიის, იმაში მდგომარეობს, რომ ეს თვითგამოცხადებული კაცი და რამდენად კორუმპირებული და ჩამპალია რუსულ სისტემა, რომ შეიძლება ოთარ ფარცხალაძე გახდეს ოთარ რომანოვი.

მაგრამ ფარცხალაძე იქნება თუ რომანოვი, აქ მნიშვნელოვანი სხვა რამეა – მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილი და ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებული შტატებს დასაქცირებული ჰყავს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშული და ძირგამომთხველი საქმიანობის გამო.

ყოველდღე, როდესაც გავიღვიძებთ და როდესაც ვიწყებთ საქართველოზე ფიქრს უნდა გვახსოვდეს, რომ ხელში ჩაგდებული აქ ეს ქვეყანა ადამიანებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ღიად არის მხილებული ჯაშუშურ საქმიანობაში.

ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არასდროს! ამიტომ ყველაფერი ის, რასაც ივანიშვილის დავალებით ფარცხალაძე-რომანოვი გააკეთებს არის ამ ქვეყნის მტრობა, ამ ქვეყნის ინტერესების ღალატი და ამ ქვეყნის მტერთან, რუსეთთან კოლაბორაცია.

ეს არის სრულიად ცალსახა, ყველასთვის საერთაშორისო ასპარეზზე ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ სულ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ქართული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის ძირგამოხვრელი საქმიანობისთვის რუსეთის სასარგებლოდ არის დასანქცირებული. ეს ადამიანი არის ა) ბიძინა ივანიშვილი; ბ) ოთარ ფარცხალაძე-რომანოვისა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს! საქართველო გადააქციეს ერთ დიდი შოუდ, რომელსაც ჰქვია სასამართლო!” – მიხეილ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე ჩართვისას...

“რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა” – ზაალ ანჯაფარიძე

"რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა. უკვე...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველკოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...