spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიშსს-მ 7 პირი 3 000 ლარით დააჯარიმა, 6...

შსს-მ 7 პირი 3 000 ლარით დააჯარიმა, 6 პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის, ხოლო 1 პირი მგზავრების უკანონოდ გადაყვანისათვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს ახდენს.

მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის 6 პირი დააჯარიმეს. გარდა ამისა კახეთის პოლიციამ ერთი პირი დააჯარიმა დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად მიკროავტობუსით მგზავრების გადაყვანისათვის. თითოეული მოქალაქე დაჯარიმდა 3 000 ლარით, ხოლო 6 პირი პოლიციამ იძულებით გადაიყვანა საკარანტინო ზონაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით. ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...