ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ კიდევ ერთ პაციენტს, 70 წლის მამაკაცს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა. ის მკურნალობას ამავე კლინიკაში გადის. ინფექციურუი კლინიკის მთავრი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტს ორმხრივი პნევმონიის პარალელურად ქრონიკული დაავადებაც აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტი, ხანდაზმული მამაკაცია და მას ორმხრივი პნევმონია და პარალელურად ქრონიკული დაავადება აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ მართვადია. მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა საქარველოში საკუთარი ავტომობილით სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მას ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი ქვეყანაში შემოსვლის დღიდან თვითიზოლაციაში იყო“, – განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.
ამ დროისათვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დაგნოზით სულ 2 პაციენტი მკურნალობს. მკურნალი ექიმის თქმით, პირველი პაციენტის, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არავითარი გართულებები არ აქვს.
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ ორი ახალი პაციენტია შეყვანილი. მათ ანალიზებს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გააგზავნიან.
ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი