პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.

თბილისი-პანტიანის გზის გაწმენდის სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

დღე-ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზების ტექნიკური მარილით დამუშავება. გაწმენდის სამუშაოებსა და მონიტორინგში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურები. ყველა სატრანსპორტო კვანძი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, გახსნილია“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...