შაბათი, აპრილი 12, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი ალასანიაზე შანტაჟის მიზნით უკანონოდ დაპატიმრებულმა ხუთმა ადამიანმა...

“ირაკლი ალასანიაზე შანტაჟის მიზნით უკანონოდ დაპატიმრებულმა ხუთმა ადამიანმა სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგეს” – ნათია ფანჯიკიძე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და რიგი ფაქტებით გახსენებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:

ირაკლი ალასანიაზე შანტაჟის მიზნით უკანონოდ დაპატიმრებულმა ხუთმა ადამიანმა, გიზო ღლონტმა, ნუკრი კაიშაურმა, გიორგი ლობჟანიძემ, დავით წიფურიამ, არჩილ ალავიძემ სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგეს.

კაბელების შეთითხნილი საქმე ხომ გახსოვთ?

ვისაც არა, ძალიან მოკლედ გაგახსენებთ – ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრობისას ნატოს მოახსნევინა ემბარგო საჰაერო თავდაცვის შეიარაღებაზე, მრავალჯერ შეათანხმა მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტიც, ყველა დეტალიც და ღარიბაშვილმა მოაწერა კიდეც ხელი.

ალასანია წავიდა საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის კონტრაქტზე ხელის მოსაწერად და ბოლო წუთს ივანიშვილის დავალებით დაურეკეს, არ მოაწეროო. მაინც მოაწერა და იმ დღესვე ხელი სტაცეს ხუთ უდანაშაულო ადამიანს, ბრალდებით, რომ მიწისქვეშა საკომუნიკაციო მაგისტრალი, რომელიც ასევე ამ თავდაცვის სქემაში ჰქონდა ირაკლის ჩართული, კორუფციული გარიგებააო.

ციხიდან ეს ხალხი არ გამოუშვეს, სანამ ირაკლიმ არ გამოაცხადა, რომ პოლიტიკის სცენას ტოვებს.

ვინც ირაკლის და ამ ხუთ ადამიანს იცნობს, ეჭვი არასდროს შეუტანია, რომ არასდროს თეთრს არ მოკიდებდნენ ხელს, არც სახელმწიფოსას და არც ვინმესას საერთოდ. ვინც მათ პირადად კარგად არ იცნობს, ბევრ ასეთ ადამიანსაც არ შეპარვია ეჭვი, რომ მართლები იყვნენ. მადლობა ამისთვის.

დღეს მოვიდა სტრასბურგის დასკვნა, რომელიც ამ სიმართლეს ადასტურებს. უსამართლოდ დაპატიმრებულმა ადამიანებმა საქმე მოიგეს.

საქმე, რომელიც სქელი საქაღალდეების ტომები იყო, უწიგნურმა პროკურორებმა და მოსამართლეებმა ნახევარ საათში “წაიკითხეს” და განაჩენიც გამოიტანეს.

ერთადერთი გმირი აღმოჩნდა მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელმაც გაამართლა უსამართლოდ ბრალდებულები და არ დაემორჩილა უკანონო მოთხოვნას, მაგრამ სხვა ინტსტანციებში ათრიეს საქმე და მაინც დააპატიმრეს ეს ხალხი, რომ შეეთხზათ ბუნდოვანება ირაკლის მიმართ და დაეზიანებინათ მისი რეპუტაცია.

სტრასბურგის სასამართლოს საქმის ყველა დეტალში გასარკვევად წლები დასჭირდა, მაგრამ სამართალი რომ დაგეწევა და შენს რეპუტაციას ვიღაცეების ბინძური ხელების ჭუჭყს დოკუმენტურად ჩამორეცხავს, ასი წლის მერეც სასიხარულოა.

ამ ადამიანებს, არათუ თეთრი უკანონოდ არ დაუანგარიშებიათ, არამედ სტრასბურგის სასამართლოშიც უარი თქვეს სახელმწიფოსთვის კომპენსაციის დაკისრებაზე!!!
მათ განაცხადეს, რომ ეს გამარჯვება ღირსების საქმეა!

განსაკუთრებული მადლობა საიას სარჩელის მომზადებისა და შეტანისთვის!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისათვის: სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. “კაბელების საქმეზე” სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი, გიორგი ვაშაძესთან ერთად, წლებია ამ უთანასწორო ბრძოლაშია და ვერავინ და ვერაფერი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უარი განაცხადა საგამოძიებო კომისიაზე...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” იმართება – 5 და 6 აპრილს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება....

“საბჭოთა ტანკებმა ვერ დაგვაჩოქეს და ვერც ივანიშვილის ბოროტი რეჟიმი დაგვამარცხებს!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს...

“როდიონოვის ღირსეული მემკვიდრეები არიან‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 36 წლის წინანდელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...

“უწყინარი” ნაძირალა ქალი – ლევან ხაბეიშვილი ნინო წილოსანზე

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...