spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის თანახმადაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დღეს ღამით ვიწყებთ. სადეზინფექციო სამუშაოები ქუჩებზე განხორციელდება, სადაც გაჩერებები და მეტროს შესასვლელებია. ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს.

როგორც იცით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ავტობუსები, მეტროსადგურები ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება სპეციალური ხსნარებით. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჯანმრთელობისთვის ეს პრეპარატი საშიში არ არის და არავინ შეშინდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში დედაქალაქსა და რეგიონებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები ჩაერთვებიან.

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით მოხდება. ასევე სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები. სპეციალური ტექნიკა თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ერთობლივად დაათვალიერეს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...