spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას!" - გიგი...

“მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას!” – გიგი უგულავა

ეს საქმეები პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ასე დავაკვალიფიციროთ – ფინანსური ტერორი ადამიანების წინააღმდეგ, რითაც ივანიშვილს სურს ადამიანების დაშინება და ამაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას!” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი უგულავამ:

ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად, დაწყებული აქვს ფინანსური ტერორი. ეს საქმეები პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ასე დავაკვალიფიციროთ – ფინანსური ტერორი ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰპირდებოდა თითო სოფელს მილიონს, 5000 ლარიანი ჯარიმით ასაჩუქრებს მოქალაქეებს.

დაახლოებით 600 ადამიანი არის შერჩეული, ვსაუბრობ რუსთაველის ეპიზოდზე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე დაახლოებით 15 იანვრიდან პირველი თებერვლის პერიოდში. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოჰყვეს ამაში, თან არ აქვს არანაირი მნიშვნელობა შენ უკვე გადაკეტილზე მიხვედი თუ ისე.

ეს არის ფინანსური ტერორი, დაახლოებით სამი მილიონი ლარის ამოღება უნდათ ადამიანების ჯიბიდან. ამაზე პასუხი შეიძლება იყოს ერთი, მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას! ვერ მოვუწოდებ სხვა ადამიანებს გააკეთონ იგივე, ეს არის თითოეული ადამიანის გადასაწყვეტი ინდივიდუალურად, მაგრამ ფინანსური ტერორი, ისევე როგორც ფიზიკური და სხვა სახის ტერორი მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას.

შიში არის კაუჭივით, უნდა ამოგდოს და მერე იწყება ამ ადამიანის მანიპულაცია. ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, ეს ჩეკები, რომლებსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ შეინახონ თავისთვის რელიქვიად”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...