კვირა, აგვისტო 3, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესები24 მარტს 00:00 საათიდან საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის...

24 მარტს 00:00 საათიდან საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტს, 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე.

ასევე, 24 მარტს 00:00 საათიდან იკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებები მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო რეჟიმის აღსრულების პროცესი. აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები მდგომარეობას სრულად აკონტროლებენ და რეგიონში მშვიდი ვითარებაა.

პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს დაავალა, პირადად გააკონტროლონ, რომ მუნიციპალიტეტებში არ იყოს არანაირი შეფერხება სასურსათო მარაგების კუთხით, ასევე რეგიონისთვის საკვები თუ ფარმაცევტული პროდუქციისა და საბანკო მომსახურების მიწოდებაში.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილება, თუმცა მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებაში პრობლემები არ ექმნება.

ამასთან, ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაშია ადგილობრივი ხელისუფლება და ამ პროცესს კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი. ადგილობრივ მოსახლეობას, მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია კარანტინის დაცვის წესებისა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე მიეწოდება.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები განსაზღვრავენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოების სიას, რომელთა მუშაობა კარანტინის რეჟიმის მიუხედავად, არ შეფერხდება. იმ საწარმოებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, თანამშრომელთა გადაადგილებისა და მუშაობის პროცესში ზედმიწევნით უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ხოლო პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის პოზიტიური ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტიდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა და სპეციალისტები უახლოეს საათებში უარყოფით პასუხს დამატებით კიდევ 3 პაციენტის ტესტზე ელოდებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 3 პაციენტი, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 236 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “სეზონი ტვ” შეურაცხმყოფელი ლექსიკისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის 2500 ლარით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...