შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეზოლუციის მიღების დროს, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ.-მა მოსამართლემ...

“რეზოლუციის მიღების დროს, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ.-მა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება” – თინა ბოკუჩავა

რეზოლუციის მიღების დროს, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ.-მა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით – “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროპის სახალხო პარტიის, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც შემდეგ სავარაუდოდ საფუძვლად დაედება დებატებს ევროპარლამენტში, რომელიც გაიმართება სტრასბურგში და შემდეგ სავარაუდოდ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც არის კონკრეტული მოთხოვნები პოლიტპატიმრების გათავისუფლების და მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციას ვიღებდით, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ.-მა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობაში დატოვოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული.

ასევე არის მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებაზე და არ აღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, მათ შორის ის, რომ არ იყოს უფლებამოსილება ცნობილი არცერთი რუსული ოცნების წევრის არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც ჩატარდება ამ თვის ბოლოს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...