ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაევროვიზია-2020 აღარ გაიმართება, 2021 წელს კონკურსზე საქართველოდან ისევ...

ევროვიზია-2020 აღარ გაიმართება, 2021 წელს კონკურსზე საქართველოდან ისევ თორნიკე ყიფიანი იქნება წარდგენილი

ევროვიზია 2020 კორონავირუსული ინფექციის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების გამო აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ავრცელებს.

ინფორმაცია EBU-მ 18 მარტს ოფიციალურად დაადასტურა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომავალ 2021 წელს ევროვიზიაზე იგივე სიმღერებით წარდგენა დაუშვებელია, ხოლო მონაწილეებს რაც შეეხებათ ქვეყნებს შეუძლიათ დატოვონ იგივე მომღერალი ან შეცვალონ.

კითხვაზე თუ რატომ არ ტარდება კონკურსი დამსწრე მაყურებლების გარეშე? პასუხი ასეთია – „თუნდაც მაყურებლის გარეშე ჩატარების შემთხვევაში აუცლებელი იყო როტერდამს ემასპინძლა 41 ქვეყნის დელეგაციისათვის, რაც ნიდერლანდების მთავრობის მიერ მიღებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება, როგორებიცაა საჯარო თავყრილობები და საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა“.

როტერდამში 12, 14 და 16 მაისს უნდა გამართულიყო ევროვიზიის კონკურსი, სადაც საქართველოს მომღერალი თორნიკე ყიფიანი წარადგენდა, სიმღერით “take me as i am”, რომელსაც ევროვიზიის ოფიციალურ YouTube არხზე1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ 2021 წელს კვლავ თორნიკე ყიფიანი მიიღებს მონაწილეობას ევროპის კონკურსში.

ევროვიზიის 64-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება. აქამდე მსგავსი პრობლემის წინაშე კონკურსი და მისი ორგანიზატორები არ ყოფილან.

EBU მწუხარებას გამოთქვამს ღონისძიების გაუქმების გამო და ნიდერლანდებს და მონაწილე 41 ქვეყანას მადლობას უხდის იმ გაწეული შრომისათვის რაც 2020 წლის კონკურსის გამართვისათვის გაიღეს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუცილებელია სწორი ფორმით სასკოლო განათლების დატვირთვა” – არჩილ გამზარდია

საგანმანათლებო სისტემაში სახელობო საქმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი, ჟურნალისტი...

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ...

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...