ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სავიზო შეზღუდვები უწესდებათ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც...

“სავიზო შეზღუდვები უწესდებათ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები” – გიგი წერეთელი

მნიშვნელოვანია, რომ სავიზო შეზღუდვები არ უწესდებათ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები. ეს არის დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვა ჩვენი საზოგადოების მისწრაფებების,რომლებიც 40 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავენ,” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება პარასკევს, 10 იანვარს, რასაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი წერეთელი გამოეხმაურა:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ძალიან მაღალ დონეზე – საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპულ საბჭოშიც იყო განხილვები, წინასწარი შეთანხმება არის, რომ სავიზო შეზღუდვები დაწესდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არ უწესდებათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ჩვეულებრივი პასპორტები აქვთ, არამედ ეს ვრცელდება მათზე, ვისაც აქვთ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი და ეს არის სწორედ ის ზომები, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლის დასავლეთის მხრიდან, რითაც ცდილობენ, რომ აიძულონ დღეს არსებული დე ფაქტო ხელისუფლება, რომ შეცვალონ პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.

ეს არის მხარდაჭერის გამოხატულების გზა ჩვენი საზოგადოების მისწრაფებების, ძალიან ბევრი ადამიანის, საზოგადოების უმრავლესობის, ვინც 40 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავს და ამის გამო ბევრი მათგანი არის დაპატიმრებული დღეს და დიალოგი არ არის კრიზისის განმუხტვის რეალურ გზებზე და ეს არის ახალი არჩევნები.

შესაბამისად, სანამ იქნება ამგვარი სიჯიუტე, იქნება ასევე პასუხი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეს იქნება აშშ თუ ევროპელები, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...

“ბატონო ირაკლი, ალბათ დროა ყველა ჭორს და მითქმა მოთქმას დაესვას წერტილი…” – ნუკა არველაძე

მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებებს ეხმიანება ჟურნალისტი, ბლოგერი...

“მედიასივრცე ავტორიტარიზმში არის ბრძოლის ველი” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მდუმარე ადამიანიც ხვდება დღეს, რომ რეჟიმი სწრაფად უნდა შეიცვალოს” – სერგო ჩიხლაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...