spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჰაერში დაპირება ტრიალებდა!" და ამაზე დიდი ზეიმი ძნელი...

“ჰაერში დაპირება ტრიალებდა!” და ამაზე დიდი ზეიმი ძნელი წარმოსადგენია! – დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ემოციურად ეხმიანება რუსთაველის გამზირსა და გლდანის ციხესთან შეკრებილი საზოგადოების მხარდაჭერას:

,,გუშინ ვუყურებდით და ვუსმენდით ერთმანეთს და არა სცენას და ჩახვეულ სიმღერებს, ან ბრიყვულ და ყალბ მოლოცვებს მიკროფონიდან. “ჰაერში დაპირება ტრიალებდა!” და ამაზე დიდი ზეიმი ძნელი წარმოსადგენია! მადლობას ვუხდიდით ერთმანეთს და რაღაცებს მართლა ვპირდებოდით, ერთმანეთის ხელიდან ვჭამდით და განცდა გვქონდა, რომ აქ შეუძლებელია ვინმე უცხო იყოს.

ეს არის ახალი საქართველო, რომელმაც ტრადიცია გამოგლიჯა კონფორმიზმს და თავისუფლება ერთმანეთზე ზრუნვაში იპოვა!

გილოცავთ ახალ წელს და მადლობა ყველას გუშინდელი სუფრისთვის, ციხესთან მისვლისთვის, სტუდენტებს, ვინც თეატრალურის ფოიედან უყურებდნენ ამ ყველაფერის, სათამაშოების მოტანისთვის, სიმღერისთვის და ცეკვისთვის და “ოპერის პადზემკის” გაცოცხლებისთვის და მერე ამ ყველაფრის დალაგებისთვის და ამ ყველაფრის თავზე მაინც ჯიუტად და პრინციპულად იმ მთავარი მოთხოვნების გაჟღერებისთვის, რამაც აქ მოგვიყვანა!

ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, ისღა დაგვრჩენია ჩვენი გამარჯვება მომავლის ისტორიაში ჩავწეროთ!”, – წერს დათა თავაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...