პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ პოლიტიკაში მთავარია შეიცვალოს ის არსებული მოდელი და...

“ქართულ პოლიტიკაში მთავარია შეიცვალოს ის არსებული მოდელი და რეჟიმი, რომელიც არის დღეს” – გიგი წერეთელი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით და მოსაზრებებს გამოთქვამს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ძირეული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე:

,,ქართულ პოლიტიკაში მთავარია შეიცვალოს ის არსებული მოდელი და რეჟიმი, რომელიც არის დღეს.

ოლიგარქიულ და ერთპარტიულ პრინციპზე აგებული სახელმწიფო თანამედროვე დემოკრატიულ სივრცეში ვერ იფუნქციონირებს და ეს არის რეალური, ეს არის მკაფიო და ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოს მაგალითზეც.

ცივილიზებულ ქვეყნებს ურთიერთობებში ან საერთაშორისო ურთიერთობებში აქვთ სხვადასხვა მექანიზმები იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ფასი დაედოს და პასუხი გაეცეს ანტიდემოკრატიულ მოქმედებებს და შეთანხმებული პრინციპების დარღვევას.

როცა ქვეყანაში არჩევნების მიტაცება ხდება, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც დემოკრატიული პრინციპები არის გვერდით გადადებული და როცა კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში კონსტიტუციურ ვალდებულებაზე და რაღაც ვთქვათ მნიშვნელოვან ისტორიულ მისიაზეც უარი ითქმება, რომ ქვეყანა გამოვიდეს რომ რუსული ჩრდილიდან და გავლენიდან და შეუერთდეს ნორმალური ქვეყნების რიგს, როგორიც არის ევროკავშირი, იყო სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, როცა ეს ყველაფერი ირღვევა ბუნებრივია ამაზე არსებობს პასუხი საზოგადოებისაც და პარტნიორების მხრიდანაც.

ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ მოსალოდნელი რამ მოხდა, უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, უამრავი თავშეკავების მიუხედავად, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, რომ არ მისულიყო საქმე მძიმე სანქციებამდე, ,,ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა ეს არ გაითვალისწინა, პირიქით რუსული სტილით ეს, ასე ვთქვათ, კომპრომისები ან თავშეკავება აღიქმება სისუსტედ და პირიქით უფრო გაძლიერებულად ხდება შეტევა. ჩვენ ეს ვნახეთ პროტესტის პერიოდში. ამ ხანგრძლივი დემოკრატიული პროტესტის პერიოდში, ადამიანის უფლებების როგორი დარღვევის შემთხვევები იყო, დაპატიმრება ადამიანების და არანაირ კომპრომისზე საუბარი არ ყოფილა.

შესაბამისად მოხდა ის, რაც აუცილებლად მოხდებოდა და ეს შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს, თუ გაგრძელდება იგივე პოლიტიკა და გაგრძელდება ურთიერთობის იგივე მოდელი საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან, პროტესტის მონაწილეებთან და ასე შემდეგ.

ამიტომ ჩვენ ვნახეთ ნაწილი ევროპული საქციების, ვნახეთ ბალტისპირეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს სანქციები. ლატვიამ საერთოდ ,,პერსონა ნონგრატად” გამოაცხადა საკმაოდ დიდი ჯგუფი იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებლები არიან და ამ რეპრესიულ ქმედებებზე, რაც აქ იყო და ანტიდემოკრატიულ მოქმედებებზე და ახლა რაღაცნაირად ამ ეტაპის დაბოლოება – შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა ივანიშვილის დასაქცირება ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ და ფინანსური საქციების დადება.

არსებობს სხვა კიდევ უფრო დამძიმებული სანქციები და ახლა ყველაფრის დახარჯვა ერთდროულად არ ხდება, ვიცით რომ ბრიტანეთიც ამზადებს, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი… საუბარია ასევე ამ ქვეყნების მხრიდან სანქციებზე და ეს რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო არ არის არავისთვის.

იმიტომ რომ ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას… ეს არ ნიშნავს რომ ადამიანების ჯგუფი დასაქცირდება და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, არ არის იმიტომ, რომ ქვეყანა არ ზარალდება, ზარალდება მისი ეკონომიკა, იმიჯი და ახლა ის, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ვინც დასანქცირებულია, დღეს გახდება პრაქტიკულად ტოქსიკური ჯგუფი, რომელსაც არც პოლიტიკური და არც ბიზნეს კავშირების ჩვეულებრივად წარმოება აღარ შეეძლება, ეს თავისთავად არის და უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ცვლილებები არის აუცილებელი და უკვე აქ მხოლოდ პოლიტიკის ცვლილებაზე არ არის ლაპარაკი, ეს ცვლილება უნდა მოხდეს სწორედ იმ ადამიანების, იმ მთელი მექანიზმის, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს და ასეთი მოდელის შექმნა ქვეყანაში.

ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, კიდევ ერთხელ შევიდა ვივარაუდო, როგორც აქამდე ბევრჯერ ვივარაუდე და გამართლდა, რომ ეს რაღაცა ვითომ შეუპოვრობა და იქით შებრუნება პასუხის ხან ,,გლობალური ომის” პარტიის ძახება, ხან ,,დიპ სთეიტის” და ა.შ., ეს არ არის ენა და ქმედება, რომელიც და უნდა ქონდეს ხელისუფლებას, ვისაც სურს ევროპული, ევრო-ატლანტიკური მომავალი და გადატვირთვა და ასე შემდეგ… არა ეს არის ტიპიური რუსულ-ბელორუსულის სტილი. შესაბამისად ამ სტილით ოპერირებაზე არის თავისი პასუხი და ეს მექანიზმი არის ჩართული, ამოქმედებული და კიდევ უფრო გაფართოვდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს თითოეულ მოქალაქეს შეეხება, შეეხება მის ცხოვრების სტანდარტს, შეეხება ფასებს, ლარის კურსს, სამუშაო ადგილებს და ასე შემდეგ.

ამიტომ, რაც შეიძლება დროულად ის მთავარი მოთხოვნა, რაც არსებობს ბუნებრივია დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლებასთან ერთად და საერთოდ პოლიტპატიმრის თემა არ უნდა არსებობდეს საქართველოში, მაგრამ ის მთავარი გადამწყვეტი, რაც იქნება იქნება – ახალი არჩევნები და სწორედ ამ არჩევნებმა უნდა მოიტანოს, მთლიანობაში, საქართველოში მმართველობის მოდელის ცვლილება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე

„ადამიანები, ვინც დღეს ლიბერალიზმს იჩემებს, რეალურად ლიბერალური ფაშიზმის პრინციპების...

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოცპროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს – ღირსებით პუტინისკენ!” – პაატა მანჯგალაძე: 

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...