spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს საჭიროების და განვითარების პოლიტიკური კონცეფცია" - არჩილ...

“საქართველოს საჭიროების და განვითარების პოლიტიკური კონცეფცია” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი მოლაპარაკების შეთავაზებას ეხმაურება:

საქართველოს საჭიროების და განვითარების პოლიტიკური კონცეფცია:

1. ბიძინას თუ სადმე რამე გონიერება აქვს და სახელმწიფოებრიობის სიმბოლური შეგრძნება მაინც, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად უნდა შეთანხმდეს ახალ არჩევნებზე და შეთანხმდეს დემოკრატიის პრინციპზე, იყოს დაცული ის და მისი შექმნილი პარტია, რომელიც თვითმმართველობებში ხელისუფლებაშია;

2. თუ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელ პირებს რამე გონიერება აქვს და სახელმწიფოებრიობის სიმბოლური შეგრძნება მაინც, უნდა შეთანხმდნენ პრეზიდენტ ზურაბიშვილი აღიარონ საერთო არასახელისუფლებო ძალთა ლიდერად და ერთი პოლიტიკური სუბიექტის რანგში გამოვიდნენ ზურაბიშვილის პოლიტიკური ლიდერობით.
სასურველია ოდიოზური პოლიტიკური პირები და გაცვეთილი სახეები სულაც გადავიდნენ პარტიების ადმინისტრაციულ კულისებში და გზა დაუთმონ თავისივე პარტიების სხვა სახეებს;

3. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სხვა პარტიების ავტონომიური თანამშრომლობითა და ახალი პოლიტიკური მენტალობით – ახალი პოლიტიკური ფილოსოფიის კონცეფციით უნდა წარმოადგინოს არასახელისუფლებო პოლიტიკური სექტორი;

4. ევროკავშირისა და ა.შ.შ.-ს ჩართულობით უნდა მოდიფიცირდეს საარჩევნო გარემო და საარჩევნო ადმინისტრაცია;

5. უნდა ჩატარდეს არჩევნები კონსესუსისა და ნდობის საკმარისი მანდატით;

6. არჩევნების შედეგად პოლიტიკურმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ დემოკრატიის მთავარი პირობა – პოლიტიკური ძალების დაცულობისა და თანამშრომლობის პირობა.

ეს ექვსკომპონენტიანი მოდელი არის ნორმატიულად საჭირო საიმისოდ, რომ ივანიშვილისეული პრეტოტალიტარული ფაზა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ფაზას, მეტად განვითარდეს დემოკრატიული ფასეულობები და სახელმწიფო პროგრესირდეს.

თუ გონიერებას დაძლევს ეგო ან მანია, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში პრეტოტალიტარული ფაზიდან არსებითად ტოტალიტარულ ფაზაში გადავალთ კიდევ უფრო მძიმე შედეგებითა და პერსპექტივით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...