სამშაბათი, ივლისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გავა დრო და ყველა მიხვდება, რამხელა უბედურებას ავარიდეთ...

“გავა დრო და ყველა მიხვდება, რამხელა უბედურებას ავარიდეთ ქვეყანა, ჩვენი სწორი და პრაგმატული პოლიტიკით” – კახა კალაძე

კახა კალაძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკელი ეკონომისტისა და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსის, ჯეფრი საქსის ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება სიფრთხილე და წინდახედულება, რის შესახებაც ის ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებდა.

კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და დაცული იყოს ეროვნული ინტერესები.

მისივე თქმით, შესაძლოა, დღეს ეს გადაწყვეტილებები არაპოპულარული ჩანს, თუმცა დრო აჩვენებს მათ სისწორეს:

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მიუხედავად ზეწოლებისა, შემოტევებისა და მუქარებისა. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანის ეროვნული ინტერესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახსოვს სულ რამდენიმე წლის წინანდელი მწარე წარსული, 2008 წლის ომი და რა შედეგები მოგვიტანა ამ ყველაფერმა. დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა და გმირი ჯარისკაცები დაგვეღუპა, უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოვჩნდით და ჯერაც არ მოგვიშუშებია ეს ტკივილები. უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და კარგად გვესმის, რა მოაქვს ომს და რამხელა უბედურების მომტანია ქვეყნისთვის. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება.

შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. შეიძლება ხშირად გვიწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც, შესაძლოა, არაპოპულარული იყოს, მაგრამ გავა დრო და დამერწმუნეთ, ყველა მიხვდება, რამხელა უბედურებას ავარიდეთ ქვეყანა, ჩვენი სწორი და პრაგმატული პოლიტიკით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაიხსენოს რომ ბიძინას შნირი იყო და პუტინი მტრად არ მიაჩნდა, დედამიწა – ქალამნად” –...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...