spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კი არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის - რუსეთის!"...

“კი არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის – რუსეთის!” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებაზე”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს პარტია “ქართული ოცნების” მიმართ:

საუკუნეებია, საქართველო რუსული ოკუპაციისაგან გათავისუფლებას ცდილობს. ქოცები კი, მათი თქმით, აშშ-სა და ევროპისგან იცავენ ქვეყანას.

რა მავნეა ეს რუსული პროპაგანდა! ჯერ მტრის და მოყვარის მცნებების აღრევას იწყებს, მერე ყველაფერი თავდაყირა დგება. აბა, სად ივანიშვილი და სად თავისუფლებისთვის ბრძოლა?! სად ქოცები და სად მშვიდობა, როცა რამდენიმე დღეა საკუთარ მოქალაქეებს ებრძვიან და არბევენ?!

კეთილდღეობაზე საუბრობენ, მაგრამ ერთ მილიონამდე ქართველი გააქციეს ქვეყნიდან. სარწმუნოებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ღმერთის ხატებას უბრალო ბავშვებსა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდებს სპეც-რაზმით დასდევენ, იჭერენ და სახის ძვლებს უმსხვრევენ.

ევროპაში მივდივართო, მაგრამ პუტინი და მისი რეჟიმი თითქმის ყოველ დღე აქებს და ადიდებს მათ. ამის მერე კი ურცხვად ამტკიცებენ, რომ პატრიოტები არიან. დავუდასტუროთ კი არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის – რუსეთის!

არა რუსულ რეჟიმს! არა ქოცობას! წინ ევროპისკენ! არ ვიშლებით! არ ვნებდებით! ბრძოლა გამარჯვებამდე!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...