spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა,...

“მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა, ვინც წაქცეულ კაცს, მოხუცს და ქალს ხელს დაარტყამს…” – ნიკო ნანიტაშვილი

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნიკო ნანიტაშვილმა ტვ ,,Postv” დატოვა.

,,Postv”-ის დატოვებამდე ნიკო ნანიტაშვილმა სოცილურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმდინარეობს:

,,არ შეიძლება ყოველდღიურად ვიღვიძებდეთ ამ მარაზმში, სისხლში და სიბინძურეში. არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა. ხალხის უმოწყალოდ ცემა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ტელევიზიების დარბევა რომ არ გვინდოდა, შევცვალეთ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით!!!

მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა, ვინც წაქცეულ კაცს, მოხუცს და ქალს ხელს დაარტყამს…

მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქვეყნის ჩამონგრევას ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის გამო.
მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც არა რუსეთს ყვირის და რუსული ფულით ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე.
მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც საქარველოს დამონებას და განადგურებას ლამობს…

არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი ვლანძღოთ, მიწაში ჩავდოთ და წიხლები ვურტყათ… ეს არაა ევროპა, ეს არ არის დემოკრატია, ეს აღარაა სიყვარული…

არა ძალადობას!!! არაააა ძალადობააას!!!

საქართველოს გაუმარჯოს!! ერთიანს, კაცთმოყვარეს და ევროპულს… რუსეთი ოკუპანტია… პუტინის დედას შე**ცი, ყველგან და ყოველთვის…

დიდება გმირებს, ვინც საქართველო და ქართველობა შემოგვინახა. ყველას გაუმარჯოს, ვინც ნამდვილად, გულით და სულით,სამშობლოს სიყვარულისთვის იბრძვის!!!”, – წერს ნიკო ნანიტაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...