სამშაბათი, აპრილი 29, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს მთავრობაკორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:

1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;

5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის.

 

სხდომაზე კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა.

ერთმნიშვნელოვნად ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება კაფე, რესტორანი და ბარების დახურვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა.

რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი განზომილებაა, რომლის ეფექტური მართვაც საბოლოო ჯამში იმოქმედებს იმაზე, საბოლოო ჯამში ჩვენ გავუმკვლავდებით თუ არა გამოწვევებს. ესენია – ჯანდაცვა, ეკონომიკა, ლოგისტიკა და მარაგების მართვა და საზოგადოებრივი წესრიგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აქვე აღინიშნა, რომ თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი იქნება შესაბამისი პროფილის მინისტრი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...