,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს:
,,23 ნოემბერს სამ საათზე გელოდებით ყველას უნივერსიტეტთან აქციაზე ყველას, ყველას, ყველას გელოდებით, ბევრნი უნდა ვიყოთ.
და ეს დღე, რომ გაივლის შემდეგ უკვე გეტყვით ზეგ და მაზეგ რა იქნება კონკრეტულად.
ჩვენ ასე სისტემურად ასე ვთქვათ ვუდგებით ამ საკითხს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კოორდინირებული იყოს.
მე ვფიქრობ ოპოზიციამ რაც უჩვენა შეუძლია საპროტესტო ღონისძიებების კარგად გამართულად მართვა ეს ერთი, მეორე, რომ არ ვარღვევთ კანონს და კანონს არღვევს სამართალდამცავი ორგანოები ტოტალურად ეს ორი და მესამე, რომ ხალხის ნდობა ვფიქრობ, რომ დღეს უკვე ოპოზიციას აქვს იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებში ჩვენს მართულ-ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში გამოგყვეთ, იმიტომ, რომ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ აბსოლუტურად ყველაფერზე. ამიტომ ხვალ სამ საათზე გელოდებით უნივერსიტეტთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


