spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

ქუთაისის მერია ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. აღნიშნული ინფორმაცია ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა:

საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი, ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას”, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობის დისტანციური რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, არქიტექტურის, საფინანსო, ეკონომიკის და სამხედრო სამსახურები.

ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები, რომელთა თანამშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას. მოქალაქეებს ვთხოვთ ისარგებლონ კომუნიკაციის ელექტრონული ფორმებით,” – წერია მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...