spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ, რაც წარმოდგენილი...

“ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ, რაც წარმოდგენილი იყო” – კახა კალაძე

ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგი გვაქვს. კიდევ უფრო მეტ რეფორმას განვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკომისიის მიერ 9-პუნქტიანი დათქმის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა პარტიამ, როგორც წინა 12-პუნქტიანი გეგმის შემთხვევაში, ახლაც ყველა პირობა შეასრულა, რაც ევროინტეგრაციის გზაზეა დაწესებული.

ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ, რაც წარმოდგენილი იყო. მაგალითად, თავიდან იყო 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევასრულეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. რა იყო ამის მიზეზი? პასუხი ძალიან მარტივია – მათ უნდოდათ, რომ საზოგადოება ხელისუფლებასთან დაეპირისპირებინათ. ჰქონდათ ასეთი მესიჯი, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ამ დროს, განხორციელებული რეფორმებით, გადადგმული ნაბიჯებით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინ მისცეს სტატუსი და ჩვენ არ მოგვცეს. უბრალოდ პოლიტიკურად გამოიყენეს ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაგვჩაგრეს. რა შეიცვალა რამდენიმე თვეში? პოლიტიკურად აწყობდათ და მოგვცეს სტატუსი. იგივე ხდება ახლაც. ეს ყველაფერი სიტყვების ბრახაბრუხია.

ვიცით, რა ხდება უკრაინაში და ამას მტერს არ ვუსურვებ. ხედავთ, როგორ ჩატარდა მოლდოვაში არჩევნები და რეები აკეთეს. ყველა მიმართულებით გაცილებით წინ ვართ ამ ქვეყნებზე. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი. ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგები გვაქვს. ამ მიმართულებით მომავალშიც ვიმუშავებთ. კიდევ უფრო მეტ რეფორმას განვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...