spot_img
მთავარიIV ხელისუფლებამედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში...

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.

შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს მედიაწიგნიერების დღე თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენების შესახებ. ამასთან, მოზარდებმა შექმნეს პოსტერები, განიხილეს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ვიდეოები, მოიძიეს ინფორმაცია ფოტო მანიპულაციების ამოცნობის შესახებ და მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით, ვიდეოპროექტი მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში 2024 წლიდან მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.

მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, თბილისის 79-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და დეზინფორმაციის თავიდან არიდების გზების შესახებ დისკუსია გამართეს, რის შემდეგაც, ერთობლივად მედიაწიგნიერების იმიტირებული სახელმძღვანელო შეიმუშავეს.

კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყება, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს ყოველწლიურად, უკვე მეოთხე წელია უერთდება, ხოლო მედიაწიგნიერების დღეს საქართველოს სკოლები მესამე წელია აღნიშნავენ. მიმდინარე წელს, მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვის მიზნით, ComCom-მა სკოლის მოსწავლეებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ გამოაცხადა, რომელშიც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა 500-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებულ ორ სკოლას, კომისია თანამედროვე მედიაწიგნიერების ლაბორატორიას მოუწყობს. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის სოციალური მედიის პლატფორმებზე მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...