spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი და ბიძინას შედარება არ შეიძლება. რუსი ოლიგარქის...

“ჩემი და ბიძინას შედარება არ შეიძლება. რუსი ოლიგარქის ინტერესი ფულია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით პარალელს ავლებს მისი და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შორის და 26 ოქტომბრის არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ საუბრობს:

,,ჩემი და ბიძინას შედარება არ შეიძლება. რუსი ოლიგარქის ინტერესი ფულია.

ჩემი საფიქრალი და საზრუნავი ქართველი ხალხი და საქართველოა, რომელსაც სიამაყით ვემსახურე!

მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხისგან ვიღებ ენერგიას. ივანიშვილი ხედავს რა ხალხის გამოღვიძებას და საპროტესტო მუხტს, მისთვის საზოგადოების მიუღებლობა შესაბამისად იზრდება.

ბიძინას სჭირდება მორჩილები და ღატაკი ქვეყანა.

ჩვენ გვინდა თავისუფალი, ამაყი და განვითარებული საქართველო, მაღალი შემოსავლებით და ღირსეულ სამსახურებში დასაქმებული ხალხით, რომელიც ევროპის პოლიტიკური ოჯახის წევრი იქნება.

მიმართეთ თქვენს ახლობლებს, მეგობრების, ნათესავებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არჩევნები ჩვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი არჩევნებია!

ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ჩვენი უკანასკნელი არჩევნები! გავუფრთხილდეთ ჩვენს დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და მისწრაფებებს, ვუერთგულოთ ჩვენს ქვეყანას და არ დავკარგოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა!

ჩვენ, ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას, გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გადასარჩენად და ევროპული მიზნის მისაღწევად.

მოვიშოროთ მაჯლაჯუნა და გავათავისუფლოთ მისი მძევლობისგან საქართველო!

გააფერადე 5.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო

მიყვარხართ, თქვენი მიშა”, -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...