spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ...

გიორგი ვაშაძე: “26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ – ნომერი 5, ჩვენ ვართ გარანტია იმისა, რომ დავამარცხებთ “ოცნებას” და ხელისუფლება შეიცვლება”

ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, “ოცნების” მთავარი იმედია, რომ 5%-იან ბარიერს ქვემოთ რაც შეიძლება მეტი ხმა დარჩეს:

26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ათწლეულები განისაზღვრება. მინდა გითხრათ ერთადერთი, მცირე, მინიმალური, რასაც არის მოჭიდებული “ქართული ოცნება”, რომ 5%-იანი ბარიერის ქვემოთ დარჩეს ბევრი ხმა, ამიტომ მინდა გთხოვოთ, ყველა თანამემამულეს, არ არის ახლა რისკის დრო, გთხოვთ გააკეთოთ არჩევანი იმ პოლიტიკურ ძალებზე, ვისაც გარანტირებულად შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

ჩვენ, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, ნომერი 5, ვართ ყველაზე სანდო, გარანტია, რომ დავამარცხებთ “ოცნებას” და ხელისუფლება შეიცვლება, ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, ნუ გაფლანგავთ თქვენს ხმას, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

2016 წელს 21% ხმებისა დაიკარგა 5%-იანი ბარიერის ქვემოთ, 2020 წლის არჩევნებს თუ ავიღებთ, დაახლოებით 20-23% დაიკარგა 5%-იანი ბარიერის ქვემოთ. ახლა რისკის დრო არ არის, ამიტომ, 5 ნომერი, მისი გაფერადება არის გარანტირებული გზა, რომ საბოლოოდ დამარცხდეს ოცნება და საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს ქართველმა ხალხმა.

ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ გაფლანგოთ თქვენი ხმა, დაგვიჭირეთ მხარი, როგორც ყველაზე სანდო და გარანტირებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უპირობოდ დაამარცხებს ივანიშვილს და მოიშორებს “ოცნებას” და წავალთ წინ ევროკავშირისკენ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ხვალინდელ რეფერენდუმში, 5 ნომერი ამის გარანტიაა”,- განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...